ესტონეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი მარინა კალჯურანდი ტვიტერში ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ გიგი უგულავსა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებას.
„მივესალმები უგულავასა და ოქრუაშვილის შეწყალებას, როგორც კეთილსინდისიერ ნაბიჯს დაძაბულობის განმუხტვის მიმართ.
მოვუწოდებ ყველა მხარეს ერთად ვიმუშაოთ 8 მარტის შეთანხმების შესრულებაზე და ველოდები მორიგ დისკუსიას“,_ წერს ის.