https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    არის მსხვერპლი, დაკარგულებს ამ დრომდე ეძებენ – მეწყერი ჩამოწვა ინდონეზიაში

    დონალდ ტრამპმა კანადის პრემიერისთვის „მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანებაზე გაგზავნილი მიწვევა გააუქმა

    “ჩვენი მიწის დაცვა ძვირი ამოცანაა, ჩადეთ ინვესტიციები”- ზელენსკი

    აშშ-ის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის დღეს შეხვდება

    ალიევი: “საქართველოზე გამავალი ტვირთები სომხეთზე გაივლის”

    მასშტაბური ავარია აშშ-ში

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    არის მსხვერპლი, დაკარგულებს ამ დრომდე ეძებენ – მეწყერი ჩამოწვა ინდონეზიაში

    დონალდ ტრამპმა კანადის პრემიერისთვის „მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანებაზე გაგზავნილი მიწვევა გააუქმა

    “ჩვენი მიწის დაცვა ძვირი ამოცანაა, ჩადეთ ინვესტიციები”- ზელენსკი

    აშშ-ის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის დღეს შეხვდება

    ალიევი: “საქართველოზე გამავალი ტვირთები სომხეთზე გაივლის”

    მასშტაბური ავარია აშშ-ში

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“ეტყობა, ძალიან მოსწონთ ეს კუბოები და არც აიღებენ” _ პროტესტი ცნობილი “კუბოქოთნების” ირგვლივ ოზურგეთში

10:40; 11.07.2025
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

ოზურგეთში, ცნობილი “კუბოქოთნების” თემა, რომელიც ბოლო სამი წელია აქტუალურია, კვლავ ყოველდღიური საუბრებით განახლდა “ჭადრების ბაღში“. ადგილობრივი მცხოვრებლები ხშირად საუბრობენ მისი გატანის აუცილებლობაზე.

არაერთი მოქალაქე ამბობს, რომ მოახლოებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ, ეს უპირველესი მოთხოვნა იქნება _ გაიტანონ ეს ჟანგიანი ყუთები აქედან და საუკეთესო წიწვოვნები თუ ყვავილოვანი ხემცენარეები განალაგონ ან აქ, ან ისეთ სახალხო სივრცეში, როგორიც ოზურგეთს უამრავი აქვს.

_ კი, მაგრამ, რად უნდა ამას არჩევნების მოახლოება? რა საარჩევნო საკითხი ეს არის? რა თქვას ზოგმა, არ იცის… უბრალოდ, არ აიღებენ! თორემ სულ ვესაუბრებით სხვადასხვა პასუხისმგებელ პირებს. ახლახანაც გვქონდა საუბარი ერთ პასუხისმგებელ პირთან. გვითხრა, რომ აიღებენ. ეს დაპირება უკვე სამი წელია გვესმის. ძალიან მოსწონთ, ეტყობა, ეს კუბოები და უბრალოდ, არ აიღებენ, ასე ვფიქრობ. აბა, რა უნდოდა ამის გატანას, რომ სამ წელიწადში არ მოხერხდა? _ ამბობს ოზურგეთელი ვასიკო ჩხაიძე.

როგორც გვახსოვს და ამ თემას “გურია ნიუსმა” მრავალი სტატია მიუძღვნა, ეს ხალხის მიერ “კუბოქოთნებად” შერაცხული რკინის კონსტრუქციები ევროკავშირის მიერ გამოყოფილი დახმარების ფარგლებში გაკეთდა. მაშინ 200 მილიონი ლარი გამოიყო საპილოტე რეგიონებისთვის, მათ შორის, გურიისთვის. გვახსოვს ისიც, რომ საპილოტე რეგიონებს შორის, ყველაზე მეტი დაფინანსება მიიღო ოზურგეთმა. მერე სპეციალურმა კომისიამ განსაზღვრა, რომ ამ პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულიყო ქალაქ ოზურგეთის ცენტრალური მოედნისა და მიმდებარე პარკის რეაბილიტაცია.

ოზურგეთის თეატრალური მოედანი, რომელიც ზვიად გამსახურდიას სახელს ატარებს, მიმდებარე “ჭადრების ბაღით”, უმნიშვნელოვანესი ადგილია ოზურგეთისთვის. მიუხედავად იმისა, რომ მისი კეთილმოწყობისთვის, ყველა დროის ხელისუფლება ასი ათასობით ლარს ხარჯავდა, ტერიტორია სრულფასოვნად მაინც არ მოწესრიგდა.

დღეს ხალხი უკვე ღიად საუბრობს, რომ მიუხედავად არაერთხელ განახლებისა, ამას ყველა სჯობდა, რაც წინა ხელისუფლებების დროს გაკეთებულა კონკრეტულად ამ სივრცეში:

_ მე არაერთხელ გამოვთქვი თქვენთან ჩემი აზრი ამ საკითხზე და ახლაც ამ პოზიციაზე ვარ! რა მიკვირს, იცით? რაც ლამაზი იყო, რასაც ეს საუცხოო ჭადრების ბაღი ჰქვია, სრულიად იგნორირებულია და დაიფარა, დაიმალა ამ პროექტის გახორციელების შემდეგ! რაც ლამაზია, არ ჩანს! არადა, პროექტი ხომ იმიტომ გახორციელდა, რომ უკეთესი გამხდარიყო ეს სივრცე? სტუმარი თუ ნებისმიერი აქ ჩამვლელი ხედავს მხოლოდ ჟანგიან რკინის კონსტრუქციებს, რომელშიც ჩარგულია საუცხოო მცენარეები. მომკლა ამათმა საცოდაობამ. თითქოს, შველას ითხოვენ, ტოტებგაფარჩხული… აბა, მე ყოველდღე დავდივარ ამ პარკში და კი ვხედავ შიდა სივრცეში რა სილამაზეა. სტუმარი და გამვლელი კი ვერაფერს ხედავს, უფრო სწორად, ხედავს კუბოებს! ეს ყველაფერი ასე დამახინჯდა. თეატრის წინ, წლის მანძილზე, არაერთი ღონისძიება ტარდება და ჩანს მხოლოდ ეს კუბოები. ხალხი ზედ ადის, ბავშვები უფრო, ითელება ირგვლივ ყველაფერი. არც ბაღში მდებარე შადრევანი ჩანს… საერთოდ სიმახინჯეა ეს, მეტი არაფერი და გაიტანონ აქედან. ეს მცენარეებიც გაანაწილონ, აქაც და სხვაგანაც არის პარკი. ადგილის მეტი რაა ოზურგეთში. არც ისე რთულია ამის მოხერხება და გაიტანონ. ადრე თუ გვიან, ამას აქ მაინც აიღებენ და რაც ნაკლებად დააგვიანებენ გადატანას, მით უკეთესი, _ გვეუბნება ოზურგეთის მკვიდრი, ჭავჭავაძის ქუჩის მცხოვრები ლილი დოლიძე და დასძენს, რომ ის უამრავი ადამიანის აზრს ახმოვანებს:

_ ამ პროექტის მაქებარი ჯერ არავინ მინახავს. დაიღალა ხალხი ამ კუბოებზე საუბრით, _ გვითხრა მან.

როგორც ჩვენ ვწერდით ჭადრების ბაღის “ბიოგრაფია” ასეთია:

ბაღის გაშენება გურიის ერთ-ერთ უკანასკნელ მთავარს მამია მეხუთე გურიელს (გურიის მთავარი 1809-1826 წწ) სახელს უკავშირდება. როგორც ამბობენ, იგი ამჟამინდელი “ჭადრების ბაღსა” და “სამკუთხა ბაღის”, ასევე, მინიმუმ, თეატრისწინა მოედნის, თეატრის და მის მიმდებარე ტერიტორიას მოიცავდა. სწორედ ამ სამთავრო ბაღში, შოტლანდიელი აგრონომის იაკობ მარის რჩევით დაირგო პირველი ჩაის ბუჩქი 1809 წელს. 15-წლიანი შრომით, მარმა განაახლა რუსი ჯარისკაცების მიერ აჩეხილი ბაღი, გააშენა ლიმონის, ფორთოხლის და სხვა სუბტროპიკული მცენარეების ნერგები. აქვე გამოიცადა “იზაბელას” პირველი ნერგები. საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ, პირდაპირ ბაღის ტერიტორიაზე გაჭრეს ქუჩები, ერთიანი “მთავრის ბაღი” კი სამად გაყვეს და სახელებიც შესაბამისი მიანიჭეს: ლენინის, სტალინის (ახლანდელი “სამკუთხა ბაღი”) და ბერიას ბაღები. 1937 წელს ახლანდელი “ჭადრების ბაღის” ტერიტორიაზე ჭადრის ხეები დარგეს; ზოგი წყაროს ცნობით, ნარგავებს ჩაქუჩ-ნამგლის ფორმა მისცეს, ზოგის მიხედვით კი ასობგერა “მ”-ს _ ფილიპე მახარაძის გვარის საპატივცემულოდ. მანამდე კი, 1934 წლის 27 ივლისის სსრ კავშირის ცაკ-ის დადგენილებით, ქალაქს, სადგურს და მთელ რაიონს ფილიპე მახარაძის პატივსაცემად მახარაძე ეწოდა. დიდი რეკონსტრუქცია ამ ტერიტორიამ 50-იან წლებშიც განიცადა: მოედანი გადააკეთეს, დიდი კვარცხლბეკი წამოჭიმეს და ზედ იოსებ სტალინის ძეგლიც დადგეს, მაგრამ მისი გახსნა 1954 წელს, ბელადის გარდაცვალების მერე მოხდა, პიროვნების კულტის და სტალინის დაგმობის გამო კი, ძეგლის დადგმისთანავე… აღება მოუხდათ! უნდა აღინიშნოს, რომ სწორედ ამ ბაღში მდგარი ეკლესიის ეზოში, კონკრეტულად არავინ იცის სად, 1911 წელს დაკრძალეს ჩოხატაურელი წმინდანი, ქართული საგალობლების გადამრჩენი ფილიმონ ქორიძე, რომელიც ეკლესიისა და სამშობლოს წინაშე გაწეული ღვაწლისა და თავდადებისთვის, საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდმა, 2011 წლის 20 დეკემბერს წმინდანთა დასში შერაცხა, წოდებით _ წმიდა ფილიმონ მგალობელი, ერისთვის თავდადებული.

სწორედ ამიტომ მიიჩნევენ ოზურგეთელები, რომ ამ ბაღის ისტორია, ქვეყნის ისტორიის საპირწონე თუ არა, ძალიან მსგავსია და მისი რეაბილიტაცია-მოწესრიგება, ნებსით თუ უნებლიეთ, კუბოებთან არ უნდა ასოცირდებოდეს!

სამი წლის წინ, როცა ოზურგეთის მერიამ ტენდერი გამოაცხადა (2022 წლის 1 ივნისი) მისი სავარაუდო ღირებულება 2,157,146 ლარი იყო. ტენდერში სამი კომპანია მონაწილეობდა, რომელთაგან ყველაზე დაბალი ფასი _ 1,941,333 ლარი დააფიქსირა კომპანიამ _ შპს “მანგისტაუ ინფრასტრუქტურა სტროი-1-ს ფილიალი საქართველოში”.

თუმცა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, მოხდა ამ კომპანიის დისკვალიფიცირება და გაიმარჯვა შპს “ჯორჯიან სთოუნმა”, რომელთანაც 2022 წლის აგვისტოში ხელშეკრულება გაფორმდა. მას უნდა შეესრულებინა მილიონ 955 555 ლარის სამუშაოები ხუთ თვეში. ეს სამუშაოები 2023 წლის იანვარში უნდა დასრულებულიყო.

მოგვიანებით, კომპანიამ ხარჯის 10 პროცენტით გაზრდა მოითხოვა. ამ თანხის დამატება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მოხდა და ჯამმა, 2 მილიონ 151 000 ლარი შეადგინა.

ფასის ზრდის მიზეზად მაშინ სამუშაოების შესრულების დროს გამოკვეთილი “გაუთვალისწინებელი გარემოებები” დასახელდა.

განსაზღვრულ ხუთ თვეში, ანუ 2023 წლის იანვარში არ მოხერხდა სამუშაოების დასრულება. მშენებელ ორგანიზაციას სამუშაოების დასრულების ვადა 2023 წლის 18 აპრილამდე გადაუვადეს, თუმცა, სამუშაოები ზაფხულამდე გაჭიანურდა და როგორც იქნა, დაგვიანებით, მაგრამ მაინც დასრულდა ამ ფორმით.

მას შემდეგ ამ “კუბოქოთნებზე” საუბარი, საყვედური, ქილიკი არ შემწყდარა. თუმცა, ჯერჯერობით, ადგილზე დგას ყველა ქოთანი, რაც, თვით არაერთ საჯარო მოხელეს არ მოსწონს. და დღეს ჩვენთან კერძო საუბარში გულღიად აღუნიშნავთ.

“კუბოქოთნების” გარდა, აქ სხვა ფორმის საყვავილე დაბალი ქოთნებიც არის განლაგებული, რაზეც მოსახლეობას პროტესტი არ გამოუხატავს და მოეწონა.

დღემდე უცნობია კონსტრუქციების პროექტის ავტორის ვინაობა, მიუხედავად ხალხის მიერ არაერთგზის მოთხოვნისა, ეთქვათ, ვის მოუვიდა აზრად ასეთი სიმახინჯის შექმნა.

_ ალბათ, კარგი უნდოდა და ცუდი გამოვიდა. შეცდომა ხდება, თუმცა, აღიარებაც არაა სირცხვილი და გაიტანონ ეს აქედან, _ ამბობს ოზურგეთელი ავთანდილ ბერიშვილი.

_ სოფლიდან რომ ჩამოვდივარ, რაღაც საქმეზე და აქ გავლა მიხდება, მექანიკურად ჭადრების ბაღში ვჯდები. გულს უხარია, სივრცეს ვხედავდით. ახლა ეს რაა? აუცილებლად გასატანია. თეატრის მოედანი ოზურგეთის სახეა და იქ ეს ჟანგიანი კონსტრუქციები არ უნდა იყოს, _ გვეუბნება რეზო თავაძე.

“გურია ნიუსს” დღემდე არაერთი მოქალაქე მომართავს, ახლა კი, ადგილობრივებმა ნატალია დოლიძემ, ავთო ბერიშვილმა, ნუკრი ჭეფხოძემ, ლილი დოლიძემ და სხვებმა კიდევ ერთხელ შეგვახსენეს, რომ ვიდრე ეს ქოთნები აქედან არ გაუტანიათ, თუნდაც ასჯერ უნდა დაიწეროს. ეს ჩვენი თხოვნაც არის და მოთხოვნაცო.

მკითხველს შევახსენებთ, რომ მოქალაქეების ასეთი პოზიციის გამო იყო, რომ პროექტის დასრულების მომდევნო თვეებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ განცხადება ოფიციალურად გააკეთა. ეს გავრცელებული იყო სოციალურ ქსელში და ასევე წერდა “გურია ნიუსი”:

“ჩემო ძვირფასო თანამოქალაქეებო, ჩემო ოზურგეთელებო, რა თქმა უნდა ყველას გვინდა ჩვენი ქალაქი იყოს მაქსიმალურად ლამაზი, ჯანსაღი და თანამედროვე. მოგეხსენებათ, ბოლო პერიოდში ჩვენი ქალაქის განახლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები მომზადდა და ხორციელდება, მათ შორის, თეატრთან მდებარე ცენტრალური მოედნის რეაბილიტაციის პროექტი.

ეს არის ადგილი, რომელიც არა ერთ საინტერესო, საზეიმო ღონისძიებას და ფესტივალს უმასპინძლებს. სამწუხაროდ, სამუშაოების დასრულებამდე, ერთი დეტალი _ კერძოდ საყვავილეების ჯერ კიდევ დაუსრულებელი იერსახე, გახდა აქტიური განხილვის თუ კრიტიკის საგანი.

ჩვენი სურვილია, ნებისმიერი პროექტი, რაც მუნიციპალიტეტის განვითარებას ემსახურება, იყოს ცალსახად დადებითი ემოციების მომტანი.

აქედან გამომდინარე, თავს ვალდებულად ვთვლით, ქალაქის განახლების და რეაბილიტაციის სამუშაოების დასრულებამდე, წინსწრებად შეგატყობინოთ, რომ საბოლოო იერსახეს ეს მოედანი შემოდგომაზე მიიღებს, როცა მისი ყველა კომპონენტი, მათ შორის საყვავილეები, საუკეთესო ფორმით გაკეთდება, გამწვანდება და შეიღებება.

გურულების მდიდარი ფანტაზია, სხარტი იუმორი და ენამოსწრებულობა მარადიულია, როგორც მარადიულია ჩვენი ოზურგეთი, სადაც თითოეული მოქალაქის კომფორტზე და დასვენებაზე ზრუნვა ჩვენი საპატიო ვალდებულებაა“, _ განაცხადა მაშინ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა.

თუმცა, მას შემდეგ სამი შემოდგომა გავიდა და ეს ქოთნები ისევ დგას.

“გურია ნიუსი” ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსს, გოჩა აბაშმაძეს დაუკავშირდა:

“ალბათ, მოხდება ამ ქოთნების გატანა. კი, იყო მერის დაპირება და საუბარიც იყო ამაზე, ალბათ, გაიტანენ“, _ მოკლედ გვითხრა მან.

ჩვენ ამ თემას კვლავ მივუბრუნდებით, რადგან დიდია ოზურგეთის საზოგადოების ინტერესი და მოთხოვნა, “ჭადრების ბაღის” სივრციდან გაიტანონ ეს კონსტრუქციები.

მარინა ჩიხლაძე

ავტორი

გაზიარება9Tweet6Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

მედიის ადვოკატირების კოალიცია: იუსტიციის საბჭომ მედიას სასამართლო პროცესების გასაშუქებლად შესაბამისი სამუშაო გარემო უნდა შეუქმნას

14:16; 25 იანვარი, 2026
საზოგადოება

ავტოსაგზაო შემთხვევა – ვიდეო ადგილიდან

13:29; 25 იანვარი, 2026
საზოგადოება

რომელ სოფლებში რეაბილიტირდება გზები ჩოხატაურში?- მონაკვეთების ჩამონათვალი

12:48; 25 იანვარი, 2026
საზოგადოება

საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

09:47; 25 იანვარი, 2026
საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს საქართველოში _ პროგნოზი ქალაქების მიხედვით

21:38; 24 იანვარი, 2026

საქართველოს ბანკის და ხანის აკადემიის აუდიო-გაკვეთილების სერიას მათემატიკა დაემატა

პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

ყველა სიახლე

პოლიტიკა

“დარწმუნებით შემიძლია მოსახლეობას ვუთხრა”- რა განაცხადა რევაზ სოხაძემ გურიაში

15:05; 25.01.2026
საზოგადოება

მედიის ადვოკატირების კოალიცია: იუსტიციის საბჭომ მედიას სასამართლო პროცესების გასაშუქებლად შესაბამისი სამუშაო გარემო უნდა შეუქმნას

14:16; 25.01.2026
საზოგადოება

ავტოსაგზაო შემთხვევა – ვიდეო ადგილიდან

13:29; 25.01.2026
საზოგადოება

რომელ სოფლებში რეაბილიტირდება გზები ჩოხატაურში?- მონაკვეთების ჩამონათვალი

12:48; 25.01.2026
სამართალი

ვინ ჩაცხრილეს ავტომობილში – რა ინფორმაციაა ამ დროისთვის ცნობილი

11:10; 25.01.2026
სამართალი

პოლიციამ ფსიქოტროპული ნივთიერებების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთა – დაკავებულია 2 პირი

10:51; 25.01.2026
სამართალი

ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობა – დაკავებულია 1პირი

10:41; 25.01.2026
სპორტი

„ალო, დათუნაშვილის ბინააო?“

10:29; 25.01.2026
სპორტი

„ერთ დღეს გამოვიპარე და თბილისის ზღვაზე ვიმალებოდი“

10:21; 25.01.2026
სპორტი

„ბინა გასაგებია, მაგრამ ეს „ვოლგა“ რა მანქანაა ასეთიო…“

9:53; 25.01.2026
საზოგადოება

საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

9:47; 25.01.2026
საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს საქართველოში _ პროგნოზი ქალაქების მიხედვით

21:38; 24.01.2026
საზოგადოება

დაჩი ცინცაძეს მე-4 დადებითი ჯგუფის სისხლი ესაჭიროება

21:23; 24.01.2026
საზოგადოება

ახალგაზრდა ოჯახს ოზურგეთში საზოგადოების დახმარება სჭირდება

20:55; 24.01.2026
საზოგადოება

ექიმის საგანგაშო განცხადება და გაფრთხილება მშობლებს

19:43; 24.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026
0

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო