ე.წ. ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე ხის დამხმარე ნაგებობას ცეცხლი გაუჩნდა.
საგანგებო სიტუაცების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ამ დროისთვის, ხანძარი ლოკალიზებულია.
არსებული მონაცემებით, ხანძარი 70 კვადრატულ მეტრზე იყო გავრცელებული. ადგილზე რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს.