გადამზიდავმა კომპანიებმა უარი თქვეს წითელი ზღვის მარშრუტებზე ჰუთის თავდასხმების გამო,_ ინფორმაციას euronews ავრცელებს.
როგორც ცნობილია, აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ბრიტანულმა გამანადგურებელმა ჩამოაგდო “საეჭვო თავდასხმის დრონი” ოკეანეში, რომელიც მდებარეობს აზიასა და აფრიკას შორის.
როგორც ჰუსიტები აცხადებენ, მათ სამიზნეს წარმოადგენს გემები, რომლებიც დაკავშირებულია ისრაელთან, ღაზას სექტორში ისრაელსა და პალესტინის ისლამისტურ მოძრაობა ჰამასს შორის ომის საპასუხოდ და რომლებიც იემენთან მიცურავენ.
ბოლო კვირებში რამდენიმე რაკეტა და უპილოტო თვითმფრინავი ჩამოაგდეს ამ ტერიტორიის პატრულირებისას ამერიკულმა და ფრანგულმა ხომალდებმა.