ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთის ქმედებები უკრაინელი ხალხის მიმართ გენოციდად აღიარა და რუსეთის ფედერაციის დეკოლონიზაცია აუცილებლობად ცნო.
“ბუქარესტში ზაფხულის სესიის გახსნის დღეს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც გმობს რუსეთის ფედერაციის 10-წლიან შეიარაღებულ აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ, რომელმაც აღიარა რუსეთის ფედერაციის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის ქმედებები და მისი შეიარაღებული ძალების სრულმასშტაბიანი შეჭრა, როგორც უკრაინელი ხალხის გენოციდი,” – წერია ინფორმაციაში.