ჰიპ-ჰოპ ფესტივალზე ხორვატიაში ევაკუაცია მოხდა. ინფორმაციას Euronews ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, ევაკუაციის მიზეზი ფესტივალის ჩატარების ადგილის სიახლოვეს გაჩენილი ხანძარი და ძლიერი ქარის შედეგად გავრცელების საფრთხე გახდა.
ადგილის უსაფრთხოების მიზნით დატოვების შესახებ პოლიციისგან მიღებული ბრძანების შემდეგ ფესტივალის ორგანიზატორებმა და ღონისძიებაზე დასასწრებად მისულმა ადამიანებმა Noa კლუბის სიახლოვეს, უსაფრთხო ადგილზე გადაინაცვლეს.