ავსტრალიაში ძლიერმა კოკისპირულმა წვიმამ წყალდიდობა გამოიწვია.
BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მაშველებმა ათობით ადამიანი გადაარჩინეს წყალდიდობისგან. ახალი სამხრეთ უელსის დაბლობში მცხოვრებ მოსახლეობას სახლების დატოვება უბრძანეს.
არსებული ინფორმაციით, წყალდიდობა სიცოცხლისთვის სახიფათოა და მოსახლეობას სახლში, უსაფრთხო ადგილას დარჩენისკენ მოუწოდებენ.
პოლიციის განცხადებით, ასობით ადამიანი გადაჰყავთ ევაკუაციის ცენტრებში ქალაქ სიდნეის ჩრდილოეთით მდებარე რაიონებში. ძირითადი გზები დაკეტილია.
პროგნოზის მიხედვით, კვირის ბოლოს მოსალოდნელია სიდნეიში არსებული კაშხლები გადაივსოს.