საცხოვრებელი კორსპუსის ერთ-ერთ ბინაში ხანძარი გაჩნდა. შემთხვევა გორში, კომბინატის დასახლებაში ცოტა ხნის წინ მოხდა.
ცეცხლი კორპუსის პირველ სართულზე გაჩნდა, რის გამოც მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.
როგორც “გურია ნიუსს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი ამდროისთვის ლიკვიდირებულია.
მათივე ინფორმაციით, არავინ დაშავებულა.
































































