ხალხურ მედიცინაში ევკალიპტის ფოთლებს იყენებენ ზედა სასუნთქი გზების დაავადებების, ლარინგიტების, ინფექციებისა და ანთებების დროს. გარდა ამისა, ევკალიპტის ფოთლებისგან დამზადებული პრეპარატები გამოიყენება პლევრიტის, პნევმონიის, დამწვრობის, ფლეგმონიის, ტროპიკული წყლულის დროს.
ევკალიპტის ფოთლებისგან შინაურ პირობებში ნახარში ასე მზადდება: 2 სადილის კოვზ ევკალიპტის დაქუცმაცებულ ფოთოლს, რომელსაც აფთიაქში შეიძენთ, დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, ადუღეთ 15 წუთის განმავლობაში, შემდეგ გააცივეთ და გადაწურეთ.
ნაყენი გამოიყენება ინფექციური ჭრილობების დასამუშავებლად, ასევე, ფლეგმონების, აბსცესების, ჩირქოვანი გასტრიტების, გინეკოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ.
აღნიშნული ნაყენის ინჰალაციის პროცესში ჩართვა უებარია ზედა სასუნთქი გზების დაავადების დროს.
ევკალიპტის ზეთი კი, როგორც ანთების საწინააღმდეგო, უნიკალური ანტისეპტიკური საშუალება, გამოიყენება ყელში გამოსავლებად და ინჰალაციისთვის.
ავტორი