“ევრობარომეტრის” კვლევის მიხედვით, საქართველოში ევროკავშირისადმი ნდობა 9%-ით არის შემცირებული და 49% შეადგენს.
როგორც კვლევაშია აღნიშნული. ქართველების 49% ენდობა ევროკავშირს, რაც 9%-ით ნაკლებია ვიდრე 2024 შემოდგომაზე (58%) და 17%-ით ნაკლებია, ვიდრე 2024 წლის გაზაფხულზე (66%).
ამას გარდა, კვლევის მიხედვით, გაზრდილია ქართველთა რაოდენობა, რომლებსაც ევროკავშირზე ნეგატიური შეხედულება გააჩნიათ – 18%. 2024 წლის შემოდგომაზე ეს მაჩვენებელი 10%-ს შეადგენდა, ხოლო 2024 წლის გაზაფხულზე 7%-ს.
შემცირებულია ქართველთა რაოდენობა, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება კარგი იქნება – 60%. 2024 წლის შემოდგომაზე ეს მაჩვენებელი 69%-ს შეადგენდა, ხოლო 2024 წლის გაზაფხულზე 74%-ს.
ასევე შემცირებულია ქართველთა რაოდენობა, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანებით სარგებელს მიიღებს – 75%. 2024 წლის შემოდგომაზე ეს მაჩვენებელი 82%-ს შეადგენდა, ხოლო 2024 წლის გაზაფხულზე 86%-ს.
ინფორმაციისთვის, საქართველოში გამოკითხვა 2025 წლის 27 მარტიდან 17 აპრილამდე მიმდინარეობდა და მის ფარგლებში 1011 ადამიანი გამოიკითხა.






























































