“ყოველგვარი შინაარსი და პარალელების გარეშე, პირდაპირ არქმევენ რუსულ კანონს და მოუწოდებენ საზოგადოებას, რომ არც კი განიხილოთ, არც დაუშვათ ამ კანონის განხილვა”,_ განაცხადა “ხალხის ძალის” წევრმა მიხეილ ყაველაშვილმა რუსულ კანონპროექტთან დაკავშირებით.
მან ასევე აღნიშნა, რომ “ევროკავშირი ჩვენი თვითმიზანი არ არის”.
“ევროკავშირი ჩვენი თვითმიზანი კი არ არის, ევროკავშირი იმიტომ მინდა, რომ ეს სამართლიანობა იყოს დაცული. მე ვერავინ მიმითითებდეს, რომ ანტისახელმწიფოებრივი და ანტიკანონიერი ქმედება ჩავიდინო, იმიტომ, რომ თუ მე ამას გავაკეთებ ევროკავშირის წევრი ვერ გავხდები”,_ განაცხადა ყაველაშვილმა.