ევროკავშირი გმბობს „ბარბაროსულ“ რუსული სარაკეტო დარტყმებს კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებზე და გააფრთხილა ბელორუსია არ დაეხმაროს, მის მოკავშირეს მშვიდობიანი მოსახლეობის მოკვლაში. ამის შესახებ Reuters წერს.
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის უფროსმა ჟოზეპ ბორელმა თქვა, რომ რუსეთის ქმედებებს „21-ე საუკუნეში ადგილი არ აქვს“ და დასძინა, რომ ბლოკის მხრიდან უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერა მიდის.
გამოცემა წერს, რომ რუსეთმა უკრაინის დიდ ქალაქები დაარტყა პიკის საათებში, აშკარა, რომ ეს შურისძიების გამო მოხდა, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ყირიმთან რუსეთის ხიდზე აფეთქება ტერორისტულ თავდასხმად გამოაცხადა.
„ეს ბარბაროსული და მშიშარა თავდასხმებია… მიზნად ისახავს უდანაშაულო სამოქალაქო პირებს, რომლებიც სამსახურში და სკოლაში მიდიოდენ დილით. – განაცხადა ევროკავშირის აღმასრულებელი მხარის წარმომადგენელმა პიტერ სტანომ კომისიის ყოველდღიურ ბრიფინგზე.
მან შეაფასა დარტყმები, როგორც საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევა და თქვა, რომ რუსეთის პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობა პასუხს აგებს ამ და სხვა ომის დანაშაულებებზე.
ავტორი