ევროკავშირის ქვეყნები მოგზაურებისთვის ,,COVID-19 პასპორტის“ გაცემის საკითხს განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას The Sun-ი ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, აღნიშნული საკითხი ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს, ტურიზმის მინისტრებმა, ბრიუსელში გამართულ ვიდეო კონფერენციაზე განიხილეს.
მათ, ასევე იმსჯელეს ,,ტურიზმის დერეფნების“ შექმნაზე, რაც მოგზაურებს ქვეყნებს შორის გადაადგილების შესაძლებლობას მისცემს.
შეხვედრის დასრულების შემდგომ covid-19 პასპორტის გაცემის საკითხის განხილვა, ხორვატიის ტურიზმის მინისტრმა გარი კაპელიმ დაადასტურა.
მისი განცხადებით, საზღვრები მაქსიმალურად უნდა გაიხსნას, ასევე აღნიშნა, რომ ეს საერთო მიდგომა ითვალისწინებს ახალი სამგზავრო დოკუმენტის შექმნას, რომელიც იმოქმედებს ყველა წევრ სახელმწიფოში, ტურისტების ჩასვლისთვის და მგზავრობისთვის.
,,რამოდენიმე დასკვნამდე მივედით. კერძოდ, გადავწყვიტეთ კრიზისიდან გამოსვლის საერთო გეგმის შემუშავება. ეს ჯანმრთელობის და უსაფრთხოების სფეროში ერთობლივი პროტოკოლების შექმნას ითვალისწინებს. მინისტრები შევთანხმდით, რომ უნდა შეიქმნას საერთო დოკუმენტი პირბითი სახელწოდებით COVID პასპორტი, რომელიც ევროკავშირის მთელ ტერიტორიაზე იმოქმედებს“ – განაცხადა კაპელიმ.
როგორც გამოცემა წერს, ევროკავშირის დიპლომატები აცხადებენ, რომ შესაძლოა წახალისდეს ორმხრივი გარიგებები ქვეყნებს შორის, რომლებსაც აქვთ ინფექციის დაბალი დონე.
ისინი ასევე, ფიქრობენ, რომ სანამ დიდ ბრიტანეთი ევროკავშირიდან გასვლის პროცესშია, შეუძლია შეარჩიოს შეაბამისი სქემები, რადგან ბრიტანეთი ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული ქვეყანაა ევროპაში, ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ ამ ზაფხულს დიდი ბრიტანეთის მოქალაქეები ვერ შეძლებენ ევროპაში მოგზაურობას.