თუ რუსეთი ევროპისთვის გაზის მიწოდებას შეწყვეტს, ევროპა ამისთვის მზადაა,_ აღნიშნული განცხადება ევროკომისარმა ეკონომიკის საკითხებში, პაოლო ჯენტილონიმ გააკეთა.
„ჩვენ კარგად ვართ მომზადებულები იმისთვის, რომ წინააღმდეგობა გავუწიოთ რუსეთის მიერ გაზის იარაღად გამოყენებას. არ გვეშინია პუტინის გადაწყვეტილებების, ჩვენ ვთხოვთ რუსებს, პატივი სცენ კონტრაქტებს, მაგრამ თუ ისინი ამას არ გააკეთებენ, ჩვენ მზად ვართ რეაგირებისთვის”, _ თქვა ევროკომისიის წარმომადგენელმა.