ევროკავშირი შეეცდება შექმნას სპეციალიზებული სასამართლო, რომელიც გამოიძიებს და განიხილავს რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებს – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა
”რუსეთმა უნდა გადაიხადოს თავისი საშინელი დანაშაულებისთვის, მათ შორის სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულისთვის. სწორედ ამიტომ, საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს (ICC) მხარდაჭერასთან ერთად, ჩვენ ვთავაზობთ სპეციალიზებული სასამართლოს შექმნას, რომელსაც მხარს უჭერს შეერთებული შტატები, რათა გამოიძიონ და დასაჯონ რუსეთის აგრესიის დანაშაული.
ჩვენ მზად ვართ დავიწყოთ მუშაობა საერთაშორისო საზოგადოებასთან, რათა მივიღოთ ყველაზე ფართო საერთაშორისო მხარდაჭერა ამ სპეციალიზებული სასამართლოსთვის,“ – თქვა ფონ დერ ლაიენმა ვიდეომიმართვაში.
მისი თქმით, ვარაუდობენ, რომ 20 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე და 100 000-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის დაწყების შემდეგ.
”რუსეთმა, ასევე უნდა გადაიხადოს ფინანსურად იმ ნგრევისთვის, რაც მან გამოიწვია. ჩვენ გვაქვს საშუალება, რომ რუსეთს გადაიხადოს”, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
მან აღნიშნა, რომ უკრაინის მიერ მიყენებული ზიანი 600 მილიარდ ევროს შეადგენს
„რუსეთმა და მისმა ოლიგარქებმა უკრაინას ზარალის კომპენსაცია და ქვეყნის აღდგენის ხარჯების დაფარვა მოუწევთ“, – თქვა მან.
ფონ დერ ლაიენის თქმით, ევროკავშირმა დაბლოკა რუსეთის ცენტრალური ბანკის რეზერვების 300 მილიარდი ევრო და გააყინა რუსი ოლიგარქების ფული 19 მილიარდი ევრო
”მოკლევადიან პერსპექტივაში, ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ სტრუქტურა ჩვენს პარტნიორებთან, რომელიც მართავს ამ თანხებს და ინვესტირებას უკეთებს მათ. შემდეგ შემოსავალს გამოვიყენებთ უკრაინაში, როგორც კი სანქციები მოიხსნება, ეს თანხები უნდა იქნას გამოყენებული ისე, რომ რუსეთმა გადაიხადოს სრული კომპენსაცია. უკრაინისთვის მიყენებული ზიანის გამო.
ჩვენ ვიმუშავებთ საერთაშორისო შეთანხმებაზე ჩვენს პარტნიორებთან, რათა ეს შესაძლებელი გახდეს. ერთად ჩვენ შეგვიძლია ვიპოვოთ სამართლებრივი გზები, რათა მივაღწიოთ ამას“, – თქვა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
„რუსეთის შემზარავი დანაშაულები დაუსჯელი არ დარჩება“, – დასძინა ფონ დერ ლაიენმა.
ავტორი