ევროკავშირმა თურქეთს კვიპროსის სანაპიროზე გაზისა და ნავთობის მოპოვებისთვის ბურღვითი სამუშაოების გამო სანქციები დაუწესა. აღნიშნულ ინფორმაციას Euronews ავრცელებს.
სანქციების მიხედვით, თურქეთს ევროკავშირი ფინანსურ დახმარებას უმცირებს და საავიაციო მიმოსვლის შესახებ მოლაპარაკებებს აჩერებს.
თურქეთის მიერ სანქციების დაწესებას ანკარაში გამოეხმაურნენ.
როგორც თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, ფინანსური დახმარების შემცირება ბურღვით სამუშაოებს ხელს ვერ შეუშლის.