ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელის ინფორმაციით, ევროკავშირი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს 500 მილიონი ევროს სამხედრო დახმარებას გაუწევს. ქვეყნების შეთანხმების შესახებ ინფორმაცია ბორელმა Twitter-ზე გაავრცელა.
“ევროკავშირის წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ €500 მილიონის სამხედრო დახმარების მობილიზებაზე, რაც დახმარების მეხუთე ტრანშია უკრაინის შეიარაღებული ძალების შემდგომი მხარდაჭერისთვის. ევროკავშირი ორიენტირებულია და ურყევად უჭერს მხარს უკრაინას პარტნიორებთან ერთად”, – წერს ბორელი.