ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა “ქართული ოცნების“ ოფისში შეხვედრა დაასრულა.
მან მედიასთან შემდეგ სახის კომენტარი გააკეთა:
„მე გუშინაც ვთქვი, რომ შეშფოთებული ვარ, რადგან პარლამენტში ჩატარებული კენჭისყრა დააზიანებდა ნდობას პოლიტიკურ პარტიებს შორის და გააჩენდა პოლარიზაციის გაძლიერების რისკებს.
ეს კენჭისყრა ჩატარდა და ახლა ჩემს მიერ ნახსენები შედეგების ნიშნებს ვხედავთ. ეს სამწუხაროა.
დღეს მე მაქვს დისკუსია სხვადასხვა მხარესთან. ეს მნიშვნელოვანია, რათა გამოსავალი მოიძებნოს.
ვისაუბრე სპიკერთან და პარტიის თავმჯდომარესთან, გავაგრძელებ შეხვედრებს ოპოზიციასთან და სხვებთან“, _ განაცხადა კარლ ჰარცელმა.