“დაშინება, მუქარა და ფიზიკური შეურაცხყოფა სამოქალაქო აქტივისტების, პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების მიმართ მიუღებელია.
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს ყველა მოქალაქის ფუნდამენტური უფლებების დაცვა და ამ ქმედებების გამოძიება”,_ აცხადებს ნაბილა მასრალი, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის პრესსპიკერი.