რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომის ესკალაციისა და უკრაინის დონეცკის, ლუგანსკის, ზაპორიჟჟისა და ხერსონის რეგიონების უკანონო ანექსიის ფონზე, ევროკავშირის საბჭომ დღეს მიიღო გადაწყვეტილება რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური და ინდივიდუალური სანქციების ახალი მე-8 პაკეტის დაწესების შესახებ.
სანქციების პაკეტი გამიზნულია რუსეთის მთავრობასა და ეკონომიკაზე ზეწოლის გასაძლიერებლად, რუსეთის სამხედრო შესაძლებლობების შესუსტებისა და ბოლო ესკალაციისთვის.
,,რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ეს ახალი პაკეტი და ჩვენი გადაწყვეტილებები გამოწვეულია რუსეთის შეჩერების, ბოლო ესკალაციის, ყალბი „რეფერენდუმებით“ და უკრაინის ტერიტორიების უკანონო ანექსიით. ჩვენ კიდევ უფრო ვურტყამთ რუსეთის ომის ეკონომიკას, ვზღუდავთ რუსეთის იმპორტ/ექსპორტის შესაძლებლობებს და ვდგავართ სწრაფ გზაზე რუსეთის ენერგეტიკული დამოკიდებულებისგან განთავისუფლებისკენ. ჩვენ, ასევე მიზნად ვისახავთ უკრაინის ტერიტორიების უკანონო ანექსიაზე პასუხისმგებელ პირებზე. ევროკავშირი უკრაინის გვერდით იქნება იმდენ ხანს, რამდენიც დასჭირდება.“ – თქვა ხოსეპ ბორელმა, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა
დღეს შეთანხმებული პაკეტი ევროკავშირის კანონმდებლობაში შემოაქვს საფუძველს, რომ დაწესდეს ფასის ლიმიტი , რომელიც დაკავშირებულია მესამე ქვეყნებისთვის რუსული ნავთობის საზღვაო ტრანსპორტით და შემდგომი შეზღუდვები ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების საზღვაო ტრანსპორტირებაზე მესამე ქვეყნებში.
სანქციების ახალი პაკეტი გულისხმობს ნავთობის ტრანსპორტირების აკრძალვას დადგენილ ფასის ზღვრამდე, ფოლადის ნაწარმისა და პლასტმასისა და გარკვეული სახის ქიმიკატების იმპორტზე შეზღუდვების დაწესებას მოიცავს. ამასთან ერთად, რუსეთის მოქალაქეებს ეკრძალებათ ევროპული კრიპტო საფულეს გამოყენება.
,,რაც შეეხება ვაჭრობას , ევროკავშირი აგრძელებს ფოლადის პროდუქტების იმპორტის აკრძალვას , რომლებიც წარმოშობილია რუსეთიდან ან ექსპორტირებულია რუსეთიდან. იმპორტის შემდგომი შეზღუდვები, ასევე დაწესებულია ხის მერქნისა და ქაღალდის, სიგარეტის, პლასტმასის და კოსმეტიკური საშუალებების, აგრეთვე საიუველირო ინდუსტრიაში გამოყენებულ ელემენტებზე, როგორიცაა ქვები და ძვირფასი ლითონები, რაც მთლიანობაში ქმნის მნიშვნელოვან შემოსავალს რუსეთისთვის. ასევე შეიზღუდება საავიაციო სექტორში გამოყენებული დამატებითი საქონლის გაყიდვა, მიწოდება ან ექსპორტი.“ – წერია განცხადებაში
ახალი პაკეტის მიხედვით, ევროპის კომპანიებს აეკრძალებათ რუსეთისთვის საკომპიუტერო ტექნოლოგიური და იურიდიული სამსახურის გაწევა, არქიტექტურული და საინჟინრო პროექტების შემუშავება.
ავტორი