ევროკავშირმა სანქციები დაუწესა კერძო რუსი სამხედრო კონტრაქტორების ჯგუფს მას შემდეგ, რაც აღნიშნული ჯგუფი დაადანაშაულა ძალადობის წახალისებაში და ადამიანის უფლებების დარღვევაში ახლო აღმოსავლეთში, აფრიკასა და უკრაინაში. ამის შესახებ ინფორმაციას euronews ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ევროკავშირის ლიდერებმა კრემლი გააფრთხილეს, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში სანქციების წინაშე აღმოჩნებოდა.
ლიდერები პირველად შეთანხმდნენ აქტივების გაყინვაზე და მოგზაურობის აკრძალვაზე Wagner Group-ში ჩართული რვა ადამიანის, მათ შორის დამფუძნებელი დიმიტრი უტკინისა და სამი ენერგეტიკული კომპანიის ჯგუფთან დაკავშირებული სირიაში.
“ამ ჯგუფის საქმიანობა ასახავს რუსეთის ჰიბრიდულ ომს. ისინი წარმოადგენენ საფრთხეს და ქმნიან არასტაბილურობას მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში“, – განაცხადა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის უფროსმა ჟოზეპ ბორელმა.