ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში განცხადებას ავრცელებს.
“ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დასაბრუნებლად, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეცვალოს სერიოზული უკუსვლა დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობასთან მიმართებაში და მიიღოს ხელშესახები ზომები ცხრა ნაბიჯის განსახორციელებლად, იმ ღირებულებებისა და პრინციპების სრული პატივისცემით, რომელზეც ევროკავშირია დაფუძნებული.
ევროკომისია კვლავ ადასტურებს მზადყოფნას, გააგრძელოს საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერა ევროპული მომავლისკენ მიმავალ გზაზე”,_ აცხადებს ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში.


































































