ევროკავშირმა ბოსნია–ჰერცეგოვინას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა – ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
“ბოსნია და ჰერცეგოვინას დღეს მიენიჭა კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. ეს არის ძლიერი სიგნალი ხალხისთვის, მაგრამ ასევე ნათელი მოლოდინი გვაქვს ახალი ხელისუფლებისგან ახალი რეფორმების გატარების“, – თქვა ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა.
Reuters-ის ინფორმაციით, ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ბოსნიისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე კონსესუსს კვირის დასაწყისში მიაღწიეს.
ბოსნია–ჰერცეგოვინა ევროკავშირის წევრობის სხვა კანდიდატებს შეუერთდება. მათ შორის, ალბანეთს, მოლდოვას, ჩრდილოეთ მაკედონიას, ჩერნოგორიას, სერბეთს, თურქეთსა და უკრაინას.
ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს, რასაც შეიძლება მრავალი წელი დასჭირდეს, მოიცავს კომპლექსურ მოლაპარაკებებს ადგილობრივი კანონების ევროკავშირთან შესაბამისობაში მორგებაზე.
ბოსნიამ ევროკავშირს ალიანსში გაწევრიანების თხოვნით 2016 წელს მიმართა, მაგრამ ჩამორჩება რეფორმებს, რომლებიც აუცილებელია ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე წინსვლისთვის მისი კონკურენტი სერბი, ხორვატი და ბოსნიელი ლიდერებთან დაპირისპირების გამო.
ავტორი