ევროკავშირმა და ნატომ უნდა გაიგონ, რომ თუ უკრაინა დაეცემა, რუსული ჯარები მათ საზღვრებთან მოვა. ამის შესახებ განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გააკეთა.
„ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ თუ უკრაინა დაეცემა, მაშინ მთელი ეს ჯარი იქნება თქვენი ნატოს წევრი ქვეყნების საზღვრებთან, ლიტვის, პოლონეთის და ა.შ. დიდი მეორე გამოცდა იქნება, რადგან პროვოკაციებიც იქნება. უკვე იყო მაგალითები ბელარუსის ტერიტორიიდან, მიგრაციული კრიზისის დროს, იყო ზეწოლა და სად იყო მაშინ ნატო?”_ თქვა ზელენსკიმ.