ევროკავშირმა რუსეთთან გამარტივებული სავიზო რეჟიმი შეაჩერა. ამის შესახებ ინფორმაცია Twitter-ზე ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეფ ბორელმა გაავრცელა.
“ჩვენ ვნახეთ რუსეთიდან მეზობელ ქვეყნებში საზღვრის გადაკვეთის მნიშვნელოვანი ზრდა. ეს უსაფრთხოების რისკის შემცველი ხდება. ამიტომ, დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად შევთანხმდით რუსეთის სავიზო რეჟიმის გამარტივების შეთანხმების სრულად შეჩერებაზე,” – წერს ჯოზეფ ბორელი.