ორ წელიწადში ევროზონაში გადახდის ერთიანი სისტემა EUROPEAN PAYMENTS INITIATIVE(EPI) ამოქმედდება. ამის შესახებ ინფორმაციას EURONEWS-ი ავრცელებს.
გამოცემით ინფორმაციით, ახალი გადახდის სისტემის მომზადების შესახებ საფრანგეთის, გერმანის, ბელგიის, ესპანეთის და ნიდერლანდების წამყვანმა 16-მა ბანკმა განაცხადა.
როგორც EURONEWS-ი წერს, პროექტის ინიციატორები აცხადებენ, რომ გადახდის ახალი სისტემით EUROPEAN PAYMENTS INITIATIVE(EPI) ყველა ტიპის ტრანზაქციის გახორციელება იქნება შესაძლებელი. ასევე, საერთაშორისო გადარიცხვები გახორციელდება.
გამოცემის ინფორმაციით, ამ დროისთვის გადახდის სისტემების სეგმენტში მონოპოლიური მდგომარეობა ამერიკულ კომპანიებს VIZA-S და MASTERCARS-ს აქვთ, აქედან გამომდინარე, ევროზონაში ცდილობენ ისეთი სიტემის შექმნას, რომელიც აღნიშნულ მონოპოლიას დაამარცხებს.