ევროკავშირში აშშ-ის ყოფილი ელჩი ენტონი გარდნერი, ჯო ბაიდენს ურჩევს, რომ დონალდ ტრამპის დანიშნული ყველა ელჩი გაწვიოს, ამის შესახებ გარდნერი Twitter-ზე წერს.
მისივე თქმით, ბაიდენი ისე უნდა მოიქცეს, როგორც მისი წინამორბდი -დონალდ ტრამპი მოიქცა.
,,ჯო ბაიდენს ვურჩევ, დონალდ ტრამპის მიერ დანიშნული ყველა ელჩი გაიწვიოს, ზუსტად ისე მოიქცეს, როგორც მისი წინამორბედი – დონალდ ტრამპმა, ბარაქ ობამას დანიშნული ყველა ელჩი გაიწვია.
ზუსტად 4 წლის წინ მე მივიღე დეპეშა, რომელშიც ეწერა, რომ 20 იანვარს თანამდებობა უნდა დამეტოვებინა. ახლაც ანალოგიური დეპეშები უნდა იქნას დაგზავნილი“ – დაწერა ევროკავშირში აშშ-ს ყოფილმა ელჩმა, ენტონი გარდნერმა.