ევროკავშირში სამუშაო ადგილებზე თავსაბურავის აკრძალვა კანონიერია. ამის შესახებ BBC-ის ინფორმაციით, ევროპის მართლმსაჯულების სასამართლომ განაცხადა.
მისივე განცხადებით, აკრძალვა უნდა ეფუძნებოდეს კომპანიის შიდა წესებს და არა მომხმარებლების სურვილს.
როგორც ცნობილია, ევროპის მართლმსაჯულების სასამართლოში ამის შესახებ მას შენდეგ იმსჯელეს, რაც ბელგიის საკასაციო სასამართლომ საქმე გადაგზავნა, რომელშიც,თანამშრომელი კომპანიას დისკრიმინაციის მოტივით გათავისუფლებაში ადანაშაულებდა.
გავრცელებული ცნობით, ბელგიაში, უსაფრთხოების კომპანია G4S-ში დასაქმებული პირის მიერ თავსაბურის ტარება, მისი სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზად გახდა.
მაუწყებლის ინფორმაციით, სამირა აჩბიტა სამსახურიდან მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც 3 წლიანი მუშაობის შემდეგ სამუშაოზე სიარული თავსაბურით დაიწყო.
როგორც ცნობილია, ის კომპანიას რელიგიის გამო დისკრიმინაციაში ადანაშაულებს, თუმცა კომპანია აცხადებს, რომ მათ წესები შეცვალეს, რაც დასაქმებულებს თავსაბურის ტარებას ან რაიმე პოლიტიკური მისწრაფების გამოხატვას უკრძალავს.
“დამსაქმებლისსურვილი ნეიტრალიტეტი შექმნას ორივე კერძო და საჯარო სექტორში დასაქმებულებისთვის ლეგიტიმურია,მაგრამ ეროვნული სასამართლოები უნდა დავრწმუნდეთ, რომ ნეიტრალიტეტის პოლიტიკა ყველა თანამშრომელზე თანაბრად გავრცელდება”,_ნათქვამია განცხადებაში.
ევროპის მართლმსაჯულების სასამართლოს განცხადებით, ბელგიის სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებამდე უნდა გამოერკვია, შეეძლო თუ არა კომპანიას თანამშრომლისთვის ახალი თანამდებობის შეთავაზება, რომელიც კლიენტთან ვიზუალურ კონტაქტს არ ითვალისწინებდა.