,,ევროკავშირს რუსული ვაქცინა „სპუტნიკ V“ საერთოდ არ გვჭირდება“, – ამის შესახებ შიდა ბაზრის საკითხებში ევროკომისარმა, ტიერი ბრეტონმა ფრანგულ ტელეარხ TF1-თან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
,,ევროკავშირს რუსული სპუტნიკ V“ საერთოდ არ გვჭირდება. დღეს ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რომ ივნისის ბოლომდე 300-350 მილიონამდე დოზის მიწოდება და შესაბამისად, 14 ივლისისთვის იმუნიტეტის მიღწევა მთელი კონტინენტის მასშტაბით შევძლოთ“, – განაცხადა ევროკომისარმა.
ცნობისთვის, 4 მარტს, ევროპის წამლის სააგენტომ (EMA) რუსული ვაქცინა „სპუტნიკ V“-ის ექსპერტიზის პროცედურა დაიწყო.
ევროკავშირის მარეგულირებელში განაცხადეს, რომ ექსპერტიზის ფარგლებში, სპეციალისტები პრეპარატის ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობას შეაფასებენ.