ევროკომისია ესპანეთის და კატალონიის მთავრობებს დიალოგისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ინფორმაციას EURONEWS ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, ევროკომისიის პრესპიკერმა, მარგარიტის შჩინასმა ჟურნალისტებთან გამართულ ბრიფინგზე, კატალონიაში გუშინ გამართულ რეფერენდუმს უკანონო უწოდა.
მან ასევე აღნიშნა რომ, ძალადობა არ შეიძლება პოლიტიკაში ინსტრუმენტი იყოს.
როგორც ცნობილია, გუშინ კატალონიაში დამოუკიდებლობის რეფერენდუმი ტარდებოდა, რომელიც ძალადობაში გადაიზარდა.
სამართალდამცავებთან დაპირისპირების შედეგად 700-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.