ევროკომისია ევროკავშირის ტერიტორიაზე საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სახის ამომცნობი სისტემების გამოყენების დროებით აკრძალვას ითხოვს. თუმცა, უწყებაში ამბობენ, რომ დროებითი აკრძალვა არ გავრელდება იმ შემთხვევებზე, რომლებიც უსაფრთხოების სფეროს ან სამეცნიერო კვლევებს ეხება.
Reuters-ის ინფორმაციით, ევროკომისიამ აღნიშნული მოთხოვნით დასკვნა მოამზადა, სადაც ნათქვამია, რომ დროებითი აკრძალვა კანონმდებლობის დასახვეწად არის საჭირო.
როგორც ცნობილია, საკანონმდებლო ცვლილებები ევროკავშირში მოქმედ ნორმატიულ აქტებში შევა, რომლებიც პერსონალური მონაცემებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას იცავს.