ევროკომისია საქართველოსა და მოლდოვის არალეტალური სამხედრო დახმარების გაზრდის ინიციატივით გამოვიდა, – ამის შესახებ ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას ევროკომისიის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა, ვალდის დომბროვსკისმა განაცხადა.
დომბროვსკის განცხადებით, შესაბამისი ზომების წარდგენა ამ თვეში მოხდება, მათი მიღება საბჭოს მიერ ივლისში იგეგმება.