ევროკომისიამ უკრაინისთვის დამატებით 4,1 მილიარდი ევროს ოდენობით დახმარების ტრანშის შესახებ გამოაცხადა, _ იუწყება bpn.ge.
ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ კომუნიკეს თანახმად, აღნიშნული დახმარება ევროკავშირის მიერ გამოყოფილი მთლიანი დახმარების 16,1 მლრდ ევროს ნაწილია.
დოკუმენტი განმარტავს, რომ უკრაინის მიერ წარდგენილი გადახდის მოთხოვნის შემდეგ, ევროკავშირის საბჭომ დაამტკიცა ევროკომისიის შეფასება კიევის მიერ რეგულარული კვარტალური გადახდებისთვის საჭირო რეფორმის ინდიკატორების დამაკმაყოფილებელი შესრულების შესახებ.
თანხები მოხმარდება ბიზნეს გარემოს, შრომის ბაზარს, რეგიონულ პოლიტიკას, ენერგეტიკულ ბაზარს, გარემოს დაცვას და კორუფციასთან ბრძოლას.