ცოტა ხნის წინ ოზურგეთში მოქალაქეები და სამოქალაქო აქტივისტები შეიკრიბნენ, რომლებმაც ევროსაბჭოს გადაწყვეტილება გააპროტესტეს. შეკრებილები ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებდნენ.
“ჩემო ძვირფასებო, საქართველოში განაწყენდა ხალხი, ევროკავშირმა სტატუსი არ მოგვცაო. რა სტატუსს მოგვცემდნენ, როცა მთავრობა გვყავს ოროსანი. ევროკავშირმა ხელისუფლებას გამოუგზავნა რეკომენდაციები. ამ აქციებით უნდა ვაიძულოთ ხელისუფლება, რომ ის რეკომენდაციები შეასრულოს. სად გავიქცევით?! _ ჩრდილოეთში რუსეთია, რომელიც შემოსვლის დღიდან გვიპყრობს. ენა შეგვიგინა, მიწები წაგვართვა, ეკლესიები დაგვინგრია, ქართველობა წაგვართვა. ევროპა გვეუბნება, მოი ჩემ ბანაკში დაგიცავ, გაჭუმ, გასუმ, გაგაფოფინებ, გადაგარჩენ. ამათ არ უნდათ, ჩვენ გვინდა. ამ აქციებით უნდა შევაჯანჯღაროთ ხელისუფლება, გაიხსენონ ისტორია _ ნებისმიერ ქვეყანაში, ნებისმიერი ხელისუფლება, რომელიც მოქალაქეების წინააღმდეგ წავიდა, დაემხო. უნდათ ალბათ დამხობა ამათაც. აბა რა ვქნათ, გადარჩენა, სულის მოთქმა ხომ გვინდა?! _ ესენი სულმოთქმულნი არიან, ჩვენ გვინდა სულის მოთქმა. ეს აქციები ამ ოროსანი მთავრობის მორჯულებას ეძღვნება და თუ არ მორჯულდება, ბოლო რაცაა, ხომ იცით?! _ თქვა აქციაზე სამოქალაქო აქტივისტმა ირმა გორდელაძემ.
ავტორი