თბილისის ,,ლოკომოტივი“ ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდში მოსკოვის ,,დინამოს“ დაუპირისპირდება.
უეფას ევროპა ლიგის კენჭისყრა დღეს, 31 აგვისტოს გაიმართა, შვეიცარიის ქალაქ ნიონში. კენჭისყრის შედეგად 1 მატჩიანი დაპირისპირება თბილისში, 17 სექტემბერს გაიმართება.
როგორც ცნობილია, 27 აგვსტოს თბილისის ,,ლოკომოტივმა“ ევროპა ლიგის პირველ რაუნდში რუმინეთის ,,უნივერსტატია კრაიოვა“ 2:1 დაამარცხა.