ევროპამ კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის უნდა იმუშაოს. ამის შესახებ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა განაცხადა.
“ვირუსის გავრცელების დონე ევროპის 53 ქვეყანაში შემაშფოთებელია. ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა რეკორდულ მაჩვენებელს უახლოვდება, რაც გამწვავებულია უფრო გადამდები დელტა ვარიანტით”,_ განაცხადა კლუგემ.
კლუგემ აღნიშნა რომ კოვიდ-19-ის მიმართ ტაქტიკა შესაცვლელია.
რეგიონში გასულ კვირას კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევების 6%-იანი ზრდა დაფიქსირდა, გარდაცვალების მაჩვენებელი კი 12%-ით გაიზარდა.
კლუგეს თქმით, თუ რეგიონში ვითარება ასე გაგრძელდა, თებერვლის ბოლოსთვის მოსალოდნელია კოვიდ-19-ს კიდევ 500 000 ადამიანი ემსხვერპლოს.
“დღეს ევროკავშირის და აზიის ქვეყნები დგანან კორონავირუსის აღორძინების რეალური საფრთხის წინაშე”,_ განაცხადა კლუგემ.