BBC-ის ინფორმაციით, საბერძნეთი მოუწოდებს ევროპის ქვეყნებს “გადავიდნენ სოლიდარობის სიტყვებიდან” მოქმედებისკენ, რადგან ის იბრძვის თავშესაფრის მოსაძებნად ათასობით მიგრანტისთვის, რომლებიც უსახლკაროდ დარჩნენ მას შემდეგ, რაც ხანძარმა გაანადგურა მათი ბანაკი.
საბერძნეთის პრემიერ -მინისტრმა განაცხადა, რომ მიგრანტთა კრიზისი ევროპის პრობლემაა და ევროკავშირს სჭირდება კონკრეტული ქმედებები მოსაგვარებლად.
”ევროპამ სოლიდარობის სიტყვებიდან სოლიდარობის პოლიტიკისკენ უნდა გადაინაცვლოს”, – თქვა მან, კორსიკაში ხმელთაშუა ზღვის ლიდერების სამიტზე.
პრემიერ-მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, რომელმაც განაცხადა, რომ ევროკავშირმა მეტი პასუხისმგებლობა უნდა გაიზიაროს.
საფრანგეთმა, გერმანიამ და ნიდერლანდებმა შესთავაზეს მიგრანტების მიღება.
როგორც ცნობილია, დაახლოებით 13,000 ადამიანი ცხოვრობდა ლესბოსში, მორიას ბანაკში.
ბანაკის დაწვის შემდეგ ოჯახებს ეძინათ გზებზე, მინდვრებში, ავტოპარკებში და სასაფლაოებზეც კი.
მორიას ნანგრევებთან – საბერძნეთის უდიდეს ბანაკთან – ადგილობრივმა მოსახლეობამ გადაკეტა გზა საქველმოქმედო ორგანიზაციების დახმარების შეჩერების მიზნით და თქვეს, რომ ისინი კარვების აშენების წინააღმდეგი არიან.