,,საქართველოდან სამწუხარო ამბები მოდის”,_ ასე გამოეხმაურა ევროპარლამენტარი მაიკლ გალერი ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას დაკავებას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ -ში.
მისი თქმით, ძნელი დასაჯერებელია, რომ ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ საქმეების აღძვრა პოლიტიკურად მოტივირებული არ არის.
“საქართველოდან სამწუხარო ამბები მოდის. არჩევნების წინ, ოპოზიციის ლიდერი გიგი უგულავა ისევ ციხეშია. ჩვენ გვესმის სხვა ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ აღძრულ საქმეებზეც. ძნელი დასაჯერებელია, რომ ისინი პოლიტიკურად მოტივირებული არ არის. საფრთხეში აგდებს კონსენსუსს საარჩევნო რეფორმის შესახებ”,_ წერს ,,ტვიტერში” მაიკლ გალერი.
გიგი უგულავას დაპატიმრებას უკვე გამოეხმაურნენ კონგრესმენი ადამ კიზინგერი, სენატორი ჯიმ რიში, აშშ-ს საელჩო საქართველოში, უცხოური მედია და სხვა პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები და საელჩოები, რომლებმაც შეშფოთება გამოხატეს და ,,ქართული ოცნების” მთავრობა გააკრიტიკეს.