დღეს ევროპარლამენტის ადამიანის უფლებების ქვეკომიტეტის (DROI) რიგგარეშე შეხვედრაზე საქართველოს საკითხზე იმსჯელებენ.
“ადამიანის უფლებათა ქვეკომიტეტის შემდეგი (რიგგარეშე) შეხვედრა გაიმართება სამშაბათს, 2025 წლის 3 ივნისს, 14:00-დან 15:00 საათამდე. დღის წესრიგის მთავარი საკითხია 2025 წლის 26-28 მაისს საქართველოში DROI-ის მისიის შესახებ ინფორმაციის მოხსენება და საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებთან მოსაზრებების გაცვლა”,_ წერა გავრცელებულ ინფორმაციაში.
































































