ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ დაგმო “თბილისი პრაიდის” ფესტივალის ჩაშლა. ამის შესახებ მეცოლამ 10 ივლისს, ევროპარლამენტის პლენალური სესიის გახსნისას განაცხადა.
„ლგბტქი+ თემის სიცოცხლე და უსაფრთხოება უნდა იყოს პრიორიტეტული, ადამიანები შიშისგან თავისუფალ ცხოვრებას იმსახურებენ. აქედან მინდა მათ ჩვენი სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოვუცხადო“, – განაცხადა მეცოლამ.