ევროპარლამენტმა დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც ევროკავშირისა და ნატო-ს თანამშრომლობას ეხება.
დოკუმენტში ყურადღება ეთმობა რუსეთიდან მიმავალ საფრთხეებს და საუბარი საქართველოს შესახებაც არის.
„ევროპარლაენტი გამოხატავს უდიდეს შეშფოთებას უწყვეტი მილიტარისტული და აგრესიული პოლიტიკის მიმართ, რომელსაც რუსეთი ატარებს. ევროპარლამენტი გმობს რუსეთის მიერ მუდმივად გამოყენებად კიბერშეტევებს, დეზინფორაციულ კამპანიებს, მკვლელობის შეთქმულებებს, მომწამვლელ თავდასხმებს ოპოზიციური ფიგურების წინააღმდეგ, პროვოკაციულ აქტებს, ჰიბრიდულ აგრესიას, ყირიმის არალეგიტიმურ ანექსიას, მოუწოდებს ევროკავშირსა და ნატოს იმოქმედონ რუსეთის პირდაპირი და არაპირდაპირი აგრესიების და ქმედებების მიმართ უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას წინააღმდეგ, აგრეთვე ბალტიის და შავი ზღვის რეგიონებში, აზოვის ზღვაში, აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში და ჩრდილოეთში“,_ნათქვამია რეზოლუციაში და აღნიშნულია, რომ ტრანსატლანტიკურმა პარტნიორებმა უნდა მოახდინონ რუსეთთან ორმაგი მიდგომის კოორდინაცია, შეინარჩუნონ რეგულარული კონტაქტი იარაღის კონტროლზე, სამხედრო გამჭვირვალობასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებში.