ევროპარლამენტში დღეს კენჭს უყრიან საქართველოს შესახებ მომზადებულ ანგარიშს (რეზოლუციის პროექტს), რომელსაც მომხსენებელი საქართველოს საკითხებში, რასა იუკნევიჩიენე წარადგენს. დოკუმენტს ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა (AFET) მხარი ჯერ კიდევ 5 მაისს დაუჭირა (53 ხმით 14-ის წინააღმდეგ).
ეს არის რიგით მეორე ანგარიში საქართველოს, როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის შესახებ, რომელიც ევროკომისიის 2025 წლის შეფასებების საფუძველზე მომზადდა. დოკუმენტის პროექტში აღნიშნულია, რომ მმართველი პარტიის მოქმედებების გამო, ქვეყნის ევროინტეგრაციის კურსი ფაქტობრივად შეცვლილია.
„ქართულმა ოცნებამ“ არა მხოლოდ შეაჩერა, არამედ ფაქტობრივად შეცვალა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის კურსი“, — ნათქვამია დოკუმენტში, სადაც ევროპარლამენტი სრულ სოლიდარობას უცხადებს ქართველ ხალხს, რომელიც აგრძელებს ბრძოლას დემოკრატიული მომავლისთვის მზარდი რეპრესიებისა და მუქარის ფონზე.


































































