ევროპას იშვიათი ქარიშხალი Medicane უახლოვდება. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
მაუწყებლის ცნობით, შტორმმა ვიდრე ევროპისკენ გამოემართებოდა, ტუნისსა და ლიბიას გადაუარა.
2011 წელს ჩატარებული კვლევის მიედვით, წელიწადში შეიძლება 2 Medicane მოხდეს. მსგავსი ძლიერი წვიმები სექტემბრისა და ოქტომბრის შუალედში ხდება, როცა ხმელთაშუა ზღვაში წყლის ზედაპირზე ტემპერატურა საკმაოდ თბილია.
პროგნოზის მიხედვით, შტორმი შაბათს კუნძულ კრეტასა და სამხრეთ საბერძნეთს მოიცავს, ხოლო კვირას თურქეთში გადაინაცვლებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, საბერძნეთისა და თურქეთის ტერიტორიაზე ძლიერი წვიმები და ქარიშხალია მოსალოდნელი.