BBC-ის ინფორმაციით, კოღოს ინვაზიური სახეობა აღმოაჩინეს ევროკავშირის 13 ქვეყანაში, მათ შორის საფრანგეთში, ესპანეთსა და საბერძნეთში, ექსპერტები მათ აღმოჩენას ევროპაში დენგეს ცხელების მატებას უკავშირებენ.
_ კლიმატის ცვლილება ქმნის ხელსაყრელ პირობებს ვეფხვის კოღოს გავრცელებისთვის, _ აცხადებენ ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ევროპის ცენტრში (ECDC).
ECDC–ში ამბობენ, რომ საერთაშორისო მოგზაურობა კიდევ უფრო გაზრდის ევროპული ეპიდემიების გავრცელების რისკს.
მან ხალხს ურჩია, მიიღონ ზომები, რომ ჩამდგარი წყალი არ იყოს ბაღებში ან აივნებთან, სადაც კოღოები მრავლდებიან და ღამით გამოიყენონ მწერების ბადეები.
ინფორმაციისთვის, კოღოები ევროპაში მზარდ საფრთხედ იქცა ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში.
აზიური ვეფხვის კოღო, aedes albopictus, რომელიც ითვლება კოღოს ყველაზე ინვაზიურ სახეობად მსოფლიოში, ახლა მთელ ევროპაში ვრცელდება მისი სამხრეთ ევროპის “საბაზისო ბანაკიდან”.
ის აღმოაჩინეს ავსტრიაში, ბულგარეთში, ხორვატიაში, საფრანგეთში, გერმანიაში, საბერძნეთში, უნგრეთში, იტალიაში, მალტაში, პორტუგალიაში, რუმინეთში, სლოვენიასა და ესპანეთში, ECDC-ის თანახმად.
ის ასევე დაფიქსირდა ბელგიაში, კვიპროსში, ჩეხეთში, ნიდერლანდებსა და სლოვაკეთში.
ვეფხვის კოღოები ავრცელებენ დაავადებებს, როგორიცაა დენგეს ცხელება, ჩიკუნგუნია და ზიკა ვირუსი, რომლებიც ბოლო დრომდე, როგორც წესი, მხოლოდ აფრიკის, აზიისა და ამერიკის ნაწილებში იყო წარმოდგენილი.