“ევროპელები უფრო მეტს დაკარგავენ, ვიდრე ჩვენ”,_ აღნიშნული განცხადება reuters-ის ინფორმაციით რუსეთის უშიშროების საბჭოს წევრმა მატვიენკომ გააკეთა.
მატვიენკომ არ დააკონკრეტა, თუ რა პასუხს გასცემენ რუსული აქტივების ჩამორთმევას, რომელიც ჯერ კიდევ დასავლეთში განხილვის საგანია.
ერთ-ერთი ვარიანტი, რომელსაც დასავლეთი განიხილავს, არის ძირითადი აქტივების შემოსავლის კონფისკაცია, თავად რეალური აქტივის გარეშე.
რუსეთის პრეზიდენტი პუტინი ამბობს, რომ დასავლეთმა წამოიწყო ეკონომიკური ომი რუსეთის წინააღმდეგ.
კრემლმა არაერთხელ განაცხადა, რომ მისი აქტივების ნებისმიერი ჩამორთმევა ეწინააღმდეგება თავისუფალი ბაზრის ყველა პრინციპს, რომელსაც დასავლეთი აცხადებს და რომ ეს ძირს უთხრის ნდობას აშშ დოლარისა და ევროს მიმართ, ხოლო შეაკავებს გლობალურ ინვესტიციებს და ძირს უთხრის ნდობას დასავლეთის ცენტრალური ბანკების მიმართ.