საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა მეორე შეხვედრაშიც შეძლო სომხეთის ნაკრების დამარცხება და 2022 წლის ევროპის ჩემპიონატზე გასვლა კიდევ უფრო რეალური გახდა.
თბილისური შეხვედრისგან განსხვავებით, ერევანში გაცილებით დაძაბული მატჩი გამოდგა და საბოლოო ანგარიში 3:2 დაფიქსირდა საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ.
ამ გამარჯვებით ჩვენმა ნაკრებმა 7 ქულა დააგროვა და მეორე ადგილი გაიმყარა.
თუ 9 აპრილს, თბილისში, საფრანგეთის ნაკრებთან არ წავაგებთ, ჯგუფში მეორე ადგილს დავიკავებთ.
8 ჯგუფიდან 6 საუკეთესო მეორე ადგილოსანი პირდაპირ მოხვდება ევროპის ჩემპიონატზე, ხოლო ბოლო ორი მეორეადგილოსანი ერთმანეთში ითამაშებს და გამარჯვებული მოხვდება ძირითად ტურნირზე. ასე რომ, საფრანგეთთან მოგება თითქმის გაგვინაღდებს ნინდერლანდებში გასამართ ევრო 2022-ზე ასპარეზობის უფლებას, რაც ძალიან დიდი წარმატება იქნება საქართველოს ნაკრებისთვის.