ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ-გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ხვალ ევროპის ჩემპიონატზე ოზურგეთელი ავთანდილ მამალაძე იჭიდავებს.
რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში იწყება ევროპის ჩემპიონატი 17-წლამდელთა შორის.
დღეიდან, ჩემპიონატში ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები ჩაებმებიან და საქართველოს ნაკრები ევროხალიჩაზე 10 სპორტსმენით გავა.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ-გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებისთვის ორმაგად საპასუხისმგებლო და სასიხარულოა ეს დღე, რადგან ევროპის ჩემპიონობისთვის ჩვენი სექციის სპორტსმენი ავთანდილ მამალაძე 60კგ. წონით კატეგორიაში იასპარეზებს. ავთანდილ მამალაძეს კახაბერ აბაშიძე ავარჯიშებს.
წარმატება ვუსურვოთ ავთანდილს, პრესტიჟულ ჩემპიონატზე.
გთავაზობთ საქართველოს ნაკრების სიას, რომლებიც ევროპის პირველობაზე ავთანდილთან ერთად იბრძოლებენ:
45 კგ _ გიორგი კოჩალიძე; 48 კგ – ვახტანგ ლოლუა; 51 კგ _ ანრი ხოზრევანიძე; 55 კგ _ საბა სურმანიძე; 65 კგ _ ლევან ორჯონიკიძე; 71 კგ _ ანრი ფუტკარაძე; 80 კგ _ ლუკა გელაშვილი; 92 კგ _ საბა ფურცელაძე; 110 კგ _ დავით მგელაძე.
მთავარი მწვრთნელი: მამუკა სულთანიშვილი;
მწვრთნელები: უჩა შავაძე, დევი რეხვიაშვილი, მარად აბულაძე.
დღეს, წინასწარი ეტაპის და ნახევარფინალური შეხვედრები გაიმართება ხუთ წონით კატეგორიაში: 48, 55, 65, 80 და 110 კილოგრამებში.
პირდაპირი ინტერნეტრეპორტაჟი მსოფლიო ჭიდაობის გაერთიანების ოფიციალურ ვებგვერდზე: https://uww.org/event/european-championships-29
ავტორი