თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ფინალში, სადაც ქართველმა სპორტსმენმა გივი მაჭარაშვილმა ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, შეცდომით, საქართველოს ძველი ჰიმნი ჩართეს.
შეხვედრა გერმანიის ქალაქ დორტმუნდში გაიმართა. 96 კილოგრამ წონით კატეგორიაში ქართველმა სპორტსმენმა ფინალურ ორთაბრძოლაში იტალიელი სიმონე იანატონი დაამარცხა.
დორტმუნდში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების წევრებმა 27 ივნისს კიდევ ორი მედალი მოიპოვეს.
74 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ნიკა კენჭაძე ფინალში რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელთან დამარცხდა და ვერცხლის მფლობელი გახდა.
60კილოგრამ წონით კატეგორიაში, ედემი ბოლქვაძე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
1tv.ge