ევროპის ჩემპიონი, მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი დაჭრეს.
არსებული ინფორმაციით, მას ჭრილობა ცივი იარაღით აქვს მიყენებული და თბილისის ერთ-ერთ კლინიკაშია მოთავსებული.
როგორც საზოგადოებრივს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ს 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
შეგახსენებთ, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი 7 მაისს ევროპის ჩემპიონი გახდა.
დათუნაშვილმა ევროპის ჩემპიონის ტიტული ზედიზედ მეორედ მოიპოვა.