ევროპის ქვეყნებში მოგზაურობისას აეროპორტებსა და თვითმფრინავში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას SchengenVisaInfo.com ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ევროკავშირში შესაბამისი რეგულაციები მიმდინარე წლის 16 მაისიდან შევა ძალაში.
როგორც ცნობილია, გადაწყვეტილება ევროკავშირის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტომ და დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ევროპულმა ცენტრმა მიიღეს.